სამართალი

შსს-ს ნაკრები “მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა 2017“-ზე გაემგზავრა (ვიდეო)

2017/08/10 10:59:02
ნანახია 895 ჯერ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა 2017“-ში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ.

ოლიმპიადა 7 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა. მასში 80 ქვეყნიდან ათასობით მოქმედი და ყოფილი პოლიციელი და მეხანძრე-მაშველი სპორტის 70-მდე სახეობაში იასპარეზებს.

საქართველოს შსს-ს ნაკრები ოლიმპიადაზე 12 სპორტსმენით წარდგა, რომლებიც სპორტის 7 სახეობაში – ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობაში, ძალოსნობაში, კრივსა და ცურვაში იასპარეზებენ. ოლიმპიადაში მონაწილე ქართველ პოლიციელებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს, ევროპის და მსოფლიოს არაერთი ჩემპიონია.

საქართველოს შსს-ს თანამშრომლები „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადაში“ მეორედ მონაწილეობენ. 2013 წელს ირლანდიის ქალაქ ბელფასტში გამართულ „მსოფლიო პოლიციის და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე“ ქართველ პოლიციელთა ნაკრებმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში 12 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიადა 16 აგვისტოს დასრულდება.

კომენტარები