ვიდეო არქივი

არქიტექტურის სამსახურის უფროსი ალეკო ელისაშვილს სასამართლოში უჩივის – (ვიდეო)

2016/06/09 12:50:11
ნანახია 1,706 ჯერ

საკრებულოს დეპუტატსა  და მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსს, დიმიტრი მოსულიშვილს შორის  დაპირისპირება მოხდა.

“ელისაშვილმა წარმოადგინოს სამსახურის სისტემაში კორუფციის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები ან უარყოს ცრუ ბრალდება და საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებს მსგავს უაპელაციო და აბსურდულ ბრალდებებს უყენებს. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ემსახურება მერიის თანამშრომელთა დისკრედიტაციას”, – განაცხადა დიმიტრი მოსულიშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა გუშინ მერიის არქიტექტურის სამსახური და მისი ხელმძღვანელი კორუფციულ ქმედებებში დაადანაშაულა.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური ელისაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით უახლოეს დღეებში მიმართავს.

კომენტარები