სამართალი

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას „Gulf Georgia“ და სტუდენტები შეუერთდნენ (ვიდეო)

2016/06/11 10:41:00
ნანახია 1,539 ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. კამპანიას „Gulf Georgia“ და სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები შეუერთდნენ.
სტუდენტებმა შს სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები კომპანია „Gulf“-ის ავტოგასამართ სადგურებსა და მასთან მდებარე „Gulf Store“-ის ობიექტებში განათავსეს. სტიკერები ავტოგასამართ სადგურებში შემოსულ მძღოლებსაც დაურიგდათ, რომელთაც სტუდენტებმა შს სამინისტროს კამპანიაში ჩართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდეს.
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და ამ მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

კომენტარები