ვიდეო არქივი

“ამბასადორი კაჭრეთმა” სროლისა და ცხენოსნობის ჩემპიონატს უმასპინძლა (ფოტო-ვიდეო)

2017/10/12 14:30:39
ნანახია 231 ჯერ

„ამბასადორი კაჭრეთმა“ სროლისა და ცხენოსნობის ჩემპიონატს უმასპინძლა. ცხენოსნობაში, დაბრკოლებათა გადალახვაში სხვადასხვა ქვეყნის 20-მდე პროფესიონალი მხედარი მონაწილეობდა. გამარჯვებული აზერბაიჯანელი რაჰიბ ისმაილოვი გახდა. მეორე და მესამე ადგილები უკრაინისა და საქართველოს მხედრებმა გადაინაწილეს.

სროლაში, კერძოდ კომპაქტ სპორტინგში ,,ამბასადორის თასი“ გათამაშდა. შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა კლუბების სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. ,,ამბასადორის თასის“ მფლობელი ლევან ჩუგუაშვილი გახდა. მეორე და მესამე ადგილები დავით ჭინჭარაულმა და თეიმურად ადობლიშვილმა გადაინაწილეს. ჩემპიონატების დასრულების შემდეგ სტუმრებმა რთველი ყურძნის დაწურვით აღნიშნეს.







კომენტარები