ვიდეო არქივი

“Ufo”- ს კიდევ ერთი აღიარება ბაქოში – ფოტოკოლაჟი (ვიდეო)

2017/11/07 17:21:33
ნანახია 156 ჯერ

ბავშვობაში, ალბათ, ბევრ ჩვენგანს უფიქრია ან უოცნებია კოსმიური ხომალდის ნახვაზე და უცხოპლანეტელებთან შეხვედრაზე… იდუმალებით მოცული, ეს მისტიკური სამყარო, ცნობილი რუსი რეჟისორების – “ძმებ ზაპაშნებისთვისაც” დიდი ინტერესის საგანი იყო. სწორედ ამიტომ ბავშვობის წარმოსახვა, რამდენიმე წლის წინ, მათ წარმოდგენად აქციეს და მოსკოვის სახელმწიფო ცირკის 90 არაჩვეულებრივი არტისტისგან შემდგარი გუნდით, მსოფლიოს არაერთ ქვეყანას წარუდგინეს.
ცირკი სხვა პლანეტიდან – „UFO“ – ეს არის ფანტასტიკური საცირკო შოუ. სპექტაკლის სიუჟეტი ვითარდება კოსმოსური თეფშის ბორტზე. ამ ფანტასტიკური საცირკო შოუსგან მაყურებლებს ელით თავგადასავლები, ფრენა კოსმოსური ხომალდით და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე მოგზაურობა, ასევე, ცირკის სივრცეში შეხვედრა საიდუმლოებით მოცულ არსებებთან. საცირკო ნომრები წარმოდგენილია არაადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე, რომელსაც წარმოადგენენ მსოფლიოს სხადასხვა ქვეყნის ცნობილი აკრობატები, გიმნასტები, ჟონგლიორები, კლოუნები და სხვა არტისტები. შოუში, გამოყენებულია საავტორო მუსიკა, თანამედროვე განათების და ლაზერული ინსტალაცების სისტემები, გახმოვანებისა და ვიდეოს ახალი ტექნოლოგიები. ეს ყველაფერი ქმნის, ღრმა პლანეტური ნიმუშების სივრცის შეგრძნებას. ტურნეს ფარგლებში, მოსკოვის სახელმწიფო ცირკი „ძმები ზაპაშნების“ ხელმძღვანელობით, ბაქოს ეწვია.
4 ნოემბერს, სპორტის სასახლე „არენაში“, პირველი წარმოდგენა შედგა. გალაქტიკური პეიზაჟები, კოსმოსური ფრენები და არაამქვეყნიური სილამაზე იქ მისული მაყურებლისთვის შთამბეჭდავი და შოკისმომგვრელი იყო. დარბაზში, სადაც 10000-მდე მაყურებელი უყურებდა 2:30 სთ -იან შოუს, ოვაციები და აპლოდისმენტები არ წყდებოდა. მსოფლიოში აღიარებული პროგრამით და საოცარი წარმოდგენით „UFO” 7 ნოემბერს თბილისს ეწვევა და 11 ნოემბერს, მხოლოდ ერთი დღით, მართლაც მისტიკური პერსონაჟებით ქართველი მაყურებლის აპლოდისმენტებს დაელოდება. ბილეთების შეძენა ჯერ კიდევ ძესაძლებელია სპორტის სასახლის სალაროში , ან საიტებზე: bileti.ge; tkt .ge

კომენტარები