ვიდეო არქივი

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერები მსვლელობას მართავენ (ვიდეო)

2017/11/13 01:06:03
ნანახია 100 ჯერ

ოზურგეთში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერები #60 საოლქო საარჩევნო კომისიისკენ მიემართებიან. მათი განცხადებით, ძირითადი უბნები მოგებული აქვთ და აპირებენ რომ ხმები დაიცვან.

მხარდამჭერები დამოუკიდებელი კანდიდატის სახელს სკანდირებენ. თავად კონსტანტინე შარაშენიძის განცხადებით კი ქართული ოცნება ცდილობს მის კანდიდატს მოაგებინოს არჩევნები. მისი თქმით, იქამდე დარჩებიან საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სანამ ყველა ხმა არ დაითვლება.

კომენტარები