მთავარი თემა

კახა კალაძემ თბილისის რაიონების მომავალი გამგებლები წარადგინა (ვიდეო)

2017/11/15 11:22:35
ნანახია 166 ჯერ

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში, თბილისის რაიონების მომავალი გამგებლები წარადგინა.
როგორც კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საბურთალოს რაიონს გაიოზ ვასაძე უხელმძღვანელებს.
ვაკის რაიონს, ნოდარ ტურძელაძე; ჩუღურეთის რაიონს, ზურაბ ჩიკვილაძე; დიდუბის რაიონს, ირმა ზავრადაშვილი; ნაძალადევს, ირაკლი ხელაძე; გლდანს, ბექა მიქაუტაძე; კრწანისს, ლევან ჯაფარიძე; მთაწმინდას, დავით კირკიტაძე; ისანს, კახა ლაბუჩიძე; სამგორის რაიონს კი, დავით კერესელიძე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, კანდიდატურები დღესვე თბილისის საკრებულოს გადაეგზავნება, რომელიც უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს მათ თანამდებობებზე.

კომენტარები