ვიდეო არქივი

უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გამოქვეყნა (ვიდეო)

2017/12/05 22:16:05
ნანახია 570 ჯერ

უკრაიანის გენერალურმა პროკურატურამ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც უწყების მტკიცებით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო საუბრობენ.

პროკურატურის მტკიცებით, სწორედ მან გადაუხადა სააკაშვილს ხელისუფლების დამხობის მიზნით ქუჩის აქციების ორგანიზებისთვის 500 000 დოლარი.

უწყების მტკიცებით, საუბარი ჩაწერილია მიმდინარე წლის 20 ნოემბერს. აუდიოჩანაწერში კურჩენკო ამბობს, რომ მას უკრაინაში ბიზნეს-ინტერესები, ხოლო რუსეთში “სხვადასხვა კაბინეტებში შესვლის” შესაძლებლობები აქვს. ამის შემდეგ ბიზესმენი ამბობს, რომ სააკაშვილმა მასთან თავისი წარმომადგენელი უნდა გააგზავნოს.

კურჩენკოსა და სააკაშვილის საუბარის 30-წუთიან ჩანაწერს წინ უძღვის სხვა საუბრების აუდიო და ვიდეოჩანაწრები. მათ შორისაა, სავარაუდოდ, სააკაშვილის მოკავშირის სევერიან დონღაძის და კურჩენკოს წარმომადგენლის საუბარი.

ვიდეოჩანაწერში კი “კურიერი” დონღაძეს ფულს გადასცემს. პროკურატურის ჩანაწერებს სააკაშვილი უკვე გამოეხმაურა და ფაბრიკაცია უწოდა. მან განაცხადა, რომ კურჩენკოს საერთოდ არ იცნობს და წესიერად არც იცის ვინ არის.

ცოტა ხნის წინ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა.

კომენტარები