სამართალი

უკრაინაში ქართველი “კანონიერი ქურდი” დააკავეს – (ვიდეო)

2016/06/19 12:21:39
ნანახია 1,700 ჯერ

უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ოდესის ერთ-ერთ რესტორანში ოდესის პოლიციის სამძებროს თანამშრომლებმა ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი მეტსახელად “სვანი“ დააკავეს, –
ამის შესახებ დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის ვიდეოსაც ავრცელებს.
ვიდეოში ასახულია,თუ როგორ აცილებენ უკრაინელი სამართალდამცავები დაკავებულს აეროპორტში.
დეკანოიძის ინფორმაციით, დაკითხვისას, გერლიანმა აღიარა, რომ „კანონიერ ქურდად“ აკურთხეს.
„პოლიციამ ის უკრაინიდან გააძევა, ახლა ბრუნდება საქართველოში, საიდანაც არის წარმოშობით. იმედი მაქვს, რომ საქართველოს შსს მას დააკავებს და იგი არ აღმოჩნდება სხვა ქვეყანაში, საიდანაც უკრაინაში დაბრუნებას შეძლებს“, – წერს ხატია დეკანოიძე.
ამასთან, «Прайм Крайм»-ის ცნობით, შარშან, შემოდგომაზე გერლიანი მოსკოვში დააკავეს და არალეგალი მიგრანტების სპეცგანყოფილებაში მოათავსეს. სასამართლომ მისი საქართველოში დეპორტაციის გადაწყვეტილება გამოიტანა. მაშინ 43 წლის „კანონიერმა ქურდმა“ აღნიშნა, რომ პატიმრობაში 20 წელი აქვს გატარებული.

კომენტარები