ვიდეო არქივი

სუს-მა ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

2016/06/21 14:46:48
ნანახია 1,460 ჯერ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი თეკლა ხ. დააკავეს.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გამომძიებელმა გიორგი ქურდაძემ განაცხადა.

ქურდაძის თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თეკლა ხ-მ აფხაზეთიდან

დევნილ მოქალაქეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 7 000 აშშ დოლარი.

გამოძიებას სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 7-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები