ვიდეო არქივი

“ივანე მერაბიშვილის საქმე მორიგი პოლიტიკური სპეკულირების საკითხია” (ვიდეო)

2016/06/21 23:09:38
ნანახია 1,537 ჯერ

ირაკლი სესიაშვილი,სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პროკურატურის მიერ ვანო მერაბიშვილის საჩივართან დაკავშრებით გამოძების დაწყებას ეხმაურება. განცხადება, სესიაშილმა ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში გააკეთა. მისი თქმით, ძიება დაიწყო იმიტომ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა.

სესიაშვილის განცხადებით,მაშინ როდესაც ვანო მერაბიშვილის მიერ სასამართლო დარბაზში გაჟღერდა ინფორმაციას მისი ციხიდან გაყვანის შესახებ დაიწყო სამსახურეობრივი მოკვლევა, რომლის შედეგადაც მერაბიშვილის ნათქვამი არ დადასტურდა. სესიაშვილის თქმით, ივანე მერაბიშვილის საქმე მორიგი პოლიტიკური სპეკულირების საკითხია.

კომენტარები