ვიდეო არქივი

ვარშავაში, თვითმფრინავი ავარიულად, წინა შასის გარეშე დაეშვა (ვიდეო)

2018/01/11 12:11:28
ნანახია 227 ჯერ

პოლონეთში, ვარშავაში, შოპენის საერთაშორისო აეროპორტში LOT-ის ავიახაზების თვითმფრინავი ავარიულად, წინა შასის გარეშე დაეშვა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, აეროპორტში აცხადებენ, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შემდეგ, აეროპორტი ოთხი საათით დაიხურა.
თვითმფრინავი კრაკოვიდან ვარშავაში მიფრინავდა.

კომენტარები