ვიდეო არქივი

ტაივანში მიწისძვრის გამო დანგრეული სასტუმროს ქვეშ 29 ადამიანია მოყოლილი (ვიდეო)

2018/02/06 23:31:20
ნანახია 503 ჯერ

ტაივანში, ქალაქ ჰუალიანში ძლიერი მიწისძვრის გამო სასტუმროს შენობის ნანგრევებში 29 ადამიანია მოყოლილი, – ამის შესახებ ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ნაწილობრივ ან მთლიანად ჩამოინგრა რამდენიმე შენობა, დაზიანდა ხიდები, გზის საფარსა და ტროტუარებზე კი ღრმა ბზარები შეინიშნება.

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ამ დრომდე არ გავრცელებულა. ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ სამაშველო-სამძებრო ოპერაციის ადგილზე 100-მდე სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა.

კომენტარები