ვიდეო არქივი

გიორგი კვირიკაშვილი „ტვიტერში“ საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლს ავრცელებს (ვიდეო)

2018/02/07 16:10:46
ნანახია 158 ჯერ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“, საქართველოს შესახებ, საიმიჯო ვიდეორგოლს ავრცელებს.
„აღმოაჩინე საქართველო: კავკასიის გასაღები, კულტურების გზაჯვარედინი, ევროპული ცივილიზაციის აღმოსავლური კარიბჭე, უძველესი საიდუმლოების ქვეყანა, პირველი ადამიანისა და ღვინის სამშობლო, ნათელი ფერებისა და სურნელების ქვეყანა“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი.
შეგახსენებთ, ვიდეორგოლი სახელწოდებით Discover Georgia საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართულ შეხვედრაზე წარუდგინა.

კომენტარები