ვიდეო არქივი

Youtube-ის ოფისზე თავდამსხმელი ქალი მოკლულია (ვიდეო)

2018/04/04 11:07:48
ნანახია 130 ჯერ

ქალი, რომელიც დღეს Google-ს კუთვნილი კომპანიის, Youtube-ის სათაო ოფისს თავს დაესხა, მოკლულია. ინფორმაციას CNN-ი სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიამ Youtube-ის ოფისზე თავდამსხმელი ქალის ვინაობა დაასახელა. როგორც abcnews-ი წერს ის ნასიმ აგდამია, რომელიც მანამდე რივერსაიდსა და სან დიეგოში ცხოვრობდა.

შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა. სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათგან ორი ქალი, ერთი კი კაცია.

შეტყობინება თავდასხმის შესახებ 911-ზე დღის 12:46 საათზე შევიდა.

დაახლოებით ერთ საათში შენობიდან ევაკუაცია დასრულდა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.

სამართალდამცველებს გაწეული და მიმდინარე სამუშაოებისთვის, Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, მადლობა გადაუხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

კომენტარები