მსოფლიო ამბები

კოალიციურმა ძალებმა სირიაზე საჰაერო იერიში მიიტანეს (ვიდეო)

2018/04/14 11:15:54
ნანახია 234 ჯერ

აშშ-მა საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა სირიაზე იერიშის მიტანა. “მე ვუბრძანე შეიარაღბულ ძალებს წერტილოვანი დარტყმები მიიტანონ იმ ობიექტებზე, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს სიერიელი დიქტატორის, ბაშარ ასადის ქიმიურ შეიარაღებას“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, ეს ბრძანება აღმოსავლეთ ღუტაში აკრძალული იარაღის “მონსტრომის“ გამოყენების პასუხია.

დამასკოში პირველი აფეთქებები დაახლოებით 4 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით ამუშავდა რუსეთის და სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემებიც.

კომენტარები