ვიდეო არქივი

“მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი ავიაბილეთით ჩამოფრინდება საქართველოში” (ვიდეო)

2018/04/20 10:02:53
ნანახია 241 ჯერ

„მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი ავიაბილეთით ჩამოფრინდება საქართველოში, ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ არც თუ ისე შორეულ მომავალში მიხეილ სააკაშვილი იქნება გადაცემა „რეაქციაში“, ბატონი მიხეილი ჩვეულებრივი ავიაბილეთით ჩამოფრინდება საქართველოში. ვინ დაიჭერს სააკაშვილს? ვინც ქვეყანა გააპარტახა? კრიმინალები ვერასოდეს ვერ გაასამართლებენ სახელმწიფოს აღმშენებლებს“. – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები