ვიდეო არქივი

ქართველმა ძიუდოისტებმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით საგანგებო განცხადება გააკეთეს (ვიდეო)

2018/05/04 14:59:24
ნანახია 504 ჯერ

რა ხდება ძიუდოს ფედერაციაში – დღეს 15:00 საათზე აღმასკომის სხდომაა დანიშული, თუმცა სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, ძიუდოისტები საგანგებო განცხადებას აკეთებენ.

ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, სპორტსმენები პოლიტიკურ პროცესებში არ ერევიან და მათ სჭირდებათ უკეთესი პირობები ვარჯიშისთვის და უკეთესი მწვრთნელები. ქართველმა ძიუდოისტებმა ფედერაციაში რეალური ცვლილებები მოითხოვეს. მათივე მოთხოვნაა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გადადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძიუდოს შეჯიბრებებს ბოიკოტს უცხადებენ.

ასევე ოლიმპიური ჩემპიონი და ვეტერანი ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს. 

ზვიადაურმა ქევხიშვილი ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოს ეროვნული ნაკრების დამარცხებაში მთავარ დამნაშავედ დაასახელა. ზურაბ ზვიადაურის თქმით, სამწვრთნელო შტაბის გათავისუფლებით პრობლემა ვერ მოგვარდება.

კომენტარები