ვიდეო არქივი

“ჩემი ცოლის დაქალებმა” ამორალობის, უზრდელობისა და გარყვნილების ყველა პიკს გადააბიჯა (ვიდეო)

2018/06/10 10:34:00
ნანახია 641 ჯერ

ბლოგერ ლევან გობრონიძის პოსტი სოციალურ ქსელში.

“სერიალმა “ჩემი ცოლის დაქალებმა” უთავმოყვარეობის, უზრდელობისა და გარყვნილების ყველა პიკს გადააბიჯა, ადრე თუ სრულწლოვანი ადამიანების უბინძურეს ლექსიკას ვუსმენდით ტელეკრანებიდან, ახლა უკვე არასრულწლოვნებშიც დაიწყეს და ეს იმ ფარგლებში, როდესაც სცენარის ავტორებისთვის აღარ არსებობს არც ასაკი, არც სქესი და არც პატივისცემა.

მინდა მივმართო ამ კონკრეტული სცენარის დამწერს,  სად გაქვთ მორალი? ზნეობა? ან დედა არ გყავს? ან მამა? ან ოჯახი? რატომ გადაწყვიტე, რომ მოზარდებში გაუწიო პროპაგანდა უზრდელობას, უპატივცემულობასა და ყოველგვარ სიბინძურეს? ვიცით, რომ ახალგაზრდებში არის ეს პრობლემები, მაგრამ ყველა დეტალის გამოტანით თვითნებურ პროპაგანდას რომ ეწევით ნუთუ ამას ვერ ხვდებით? სად გაიზარდეთ?

თქვენ ერთი დაკომპლექსებული ადამიანი  ჩანხართ, რომელსაც სავარაუდოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა და ყველა კომპლექსის ამონთხევა თქვენივე დაწერილ ბინძურ ტექსტებში შეიმჩნევა,  რას აკეთებთ ამით? როცა ევროპულ ღირებულებებზე საუბრობთ? ევროპული ღირებულებაა იმის პროპაგანდა, რომ ბიჭმა არასრულწლოვანი გოგოს წინ ამ ჩემ ყლ..ს იძახოს? – უბინძურესი არარაობები ხართ და მეტი არაფერი, ჩემი ოჯახის პატარა წევრი უყურებდა ამ მონაკვეთს და იკითხა, ყ..ეს რას ნიშნავსო? რა ვქნა? რა ვუპასუხო, ავუხსნა თუ ჩავიხადო? ძვირფასო სცენარის ავტორო? თქვენ ალბათ ასე მოიქცეოდით, თქვენთვის ხომ მორალი, ზნეობა და აღზრდა უცხო ხილია!!!!” – წერს გობრონიძე.

კომენტარები