საზოგადოება

ყოფილმა გუბერნატორმა და ენმ-ს წევრმა რაჭაში აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

რაჭა-ლეჩხუმის ყოფილმა გუბერნატორმა და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა კოორდინატორმა ოთარ სირაძემ ამბროლაურში მწვანე აქტივისტ ნიკოლოზ ბაქრაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირება ონში გამართული აქციის შემდეგ მოხდა.

დაპირისპირების ამსახველ კადრებს მწვანე აქტივისტები ავრცელებენ. მწვანე აქტივისტი მარიამ ვაწაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ აქციის შემდეგ ისინი ბრუნდებოდნენ უკან, რა დროსაც მოხდა შეხლა-შემოხლა.

„მწვანეების წევრები რომ ვბრუნდებოდით იმ სახშლი, სადაც ღამეს ვათევთ, ისინი ცხოვრობენ მეზობლად (ოთარ სირაძე და მისი ოჯახი). ჯერ მანქანიდან დაგვიწყეს შეურაცხყოფის მოყენება და შემდეგ მანქანიდან რომ გადმოვიდნენ ერთ-ერთ ჩვენს წევრს დაესხნენ თავს და დაარტყეს პირველი, ” – ამბობს მარიამ ვაწაძე.

კომენტარები