საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დღეს დილით გომი-აგარის გადასარბენზე მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა, მას მატარებელი დაეჯახა, მოქალაქე ადგილზევე გარდაიცვალა.
საქართველოს რკინიგზა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
“დღეს დილით, დაახლოებით 9 საათსა და 30 წუთზე, გომი-აგარის გადასარბენზე მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა, რომელსაც ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაეჯახა. მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცავი ორგანოები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. საქართველოს რკინიგზა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. მომხდარის გამო, შეყოვნდება ბორჯომი-თბილისის (N685) მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რის გამოც საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ბოდიშს უხდის”,- ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გომი-აგარის მონაკვეთზე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა
2018/11/03 12:35:08

ნანახია: 678 ჯერ