„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი სვეტიცხოველში ჯვარს იწერს. ბერას რჩეული ნანუკა გუდავაძეა.
მანამდე სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილის და მისი მეუღლის პატრიარქთან შეხვედრის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე საპატრიარქოში მიიღო, ჯვრისწერის წინ დალოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს ოჯახის ბედნიერება უსურვა და ახლადდაქორწინებულები დალოცა. ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა ოჯახის დალოცვისთვის და ბერას ცხოვრების ახალ ეტაპზე ღირსეული ოჯახის შექმნა და ქვეყნის სამსახურში ყოფნა უსურვა.
კომენტარები