ბელგიაში, ბრიუსელის ცენტრში პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს. სამართალდამცველებმა ალყა შემოარტყეს მამაკაცს, რომელსაც შესაძლოა, ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდეს. ბელგიის მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილს გრძელი ლაბადა აცვია, რომლიდანაც სავარაუდოდ სადენები ჩანდა.
სპეცოპერაცია ლა-მონეს თეატრის წინ მდებარე მოედანზე მიმდინარეობს. ადგილზე გამნაღმველები იმყოფებიან. ახლომდებარე შენობებიდან ევაკუირებულია ხალხი. ქუჩები ბლოკირებულია.
კომენტარები