ავსტრიამ და ჩეხეთის რესპუბლიკამ, გერმანიასთან საზღვრების გაძლიერება, მიუნხენში მომხდარი სროლის შემდეგ გადაწყვიტა. ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავსტრიელ სამართალდამცველებს გერმანელ კოლეგებთან მუდმივი კონტაქტი აქვთ, საზღვარზე გაძლიერებულია საპოლიციო პატრულირება. თავის მხრივ, ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საზღვრის გაძლიერების გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იმის გამო მიიღო, რომ მიუნხენში მომხდარი სროლის ორგანიზატორებმა შესაძლოა, ქვეყნის დატოვება სცადონ. გერმანელი სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ სამ ეჭვმიტანილს, რომლებმაც მიუნხენის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრ „ოლიმპიაში“ ცეცხლი გაახსნეს. შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულზე.
კომენტარები