პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებლის დავით მათიკაშვილის თქმით, უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებაზე გადაწყვეტილებას საქართველოს საპატრიარქო იღებს, სახელმწიფო კი მას ითვალისწინებს. ამის შესახებ მან პარლამენტში თქვა.
მათიკაშვილის თქმით, საქართველოსა და უკრაინას ახლო ურთერთობა აქვს, ავტოკეფალიაზე განცხადების გაკეთება კი არ არის ის გადაწყვეტილება, რომელზე საუბარიც მყისიერად და ემოციურად შეიძლება.
“ეს არის საპატრიარქოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება, თუმცა ის რელიგიურ საკითხს სცილდება, რადგან პოლიტიკური მდგენელიც არის. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება, რაც არის სწორი. ანუ, გადაწყვეტილებას ეკლესია იღებს და სახელმწიფო ითვალისწინებს გადაწყვეტილებას”, – თქვა დავით მათიკაშვილმა.
კომენტარები