22 იანვარს, თბილისში გარდაცვლილი ოთხი წლის გოგონას ცხედარი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სოფელ კავთისხევში, დეიდის სახლში გადაასვენეს.
ინფორმაცია “კვირას” სოფელ კავთისხევში კასპის მერის წარმომადგენელმა, მიხეილ კელაპტრიშვილმა დაუდასტურა.
სანზონაში 4 წლის ბავშვი 22 იანვარს გაურკვეველ გარემოებაში გარდაიცვალა. გამოძიების ფარგლებში, ამავე დღეს ბავშვის დედა, ლელა ქსოვრელი დააკავეს. გამოძიება ბავშვის დედას იმ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას ედავება, რომელიც საპატრულო პოლიციამ ქალს 6 იანვარს გამოუწერა.ლელა ქსოვრელს აღკვეთის ღონისძიების სახით გუშინ პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაც მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
კომენტარები