საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებით, ძირითად პრინციპებზე მმართველი გუნდი შეჯერდა.
როგორც მან განაცხადა, ეს ნიშნავს იმას, რომ სამუშაო ჯგუფი მზადაა ეფექტური რეგულაციები შეიმუშაოს.
“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატურაზე ინდივიდუალური კენჭისყრა გაიმართება და პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმ კანდიდატებზე სათითაოდ იმსჯელებს, ვინც ახალი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევა. უმრავლესობის ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე ძირითადი დრო სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხის განხილვას დაეთმო. ასევე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო სხვა შიდაპარტიული საკითხების განხილვას. ეს იყო შედეგიანი შეხვედრა. შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით ძირითად, ამოსავალ პრინციპებზე გუნდი შეჯერდა. ეს შედეგი იმაში გამოიხატება, რომ უმრავლესობა მზად არის სამუშაო ჯგუფში პროცესის მონაწილე გახდეს ისე, რომ სამუშაო ჯგუფმა მიზანი შეასრულოს – შეიმუშაოს ეფექტური რეგულაციები“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძე – გუნდი ძირითად პრინციპებზე შეჯერდა
2019/01/25 20:56:05

ნანახია: 522 ჯერ