თბილისის მერია, დედაქალაქში საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო, განცხადებას ავრცელებს.
“დედაქალაქში საახალწლო განათებების დემონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან – იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი, ამაღამ 00:00 საათიდან 27 იანვრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.
სამუშაოებს “თბილსერვის ჯგუფი” ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”,-ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები