დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით ისაუბრა. კალაძის თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია, ამგვარი კადრების გავრცელება და იმედოვნებს, რომ გამოძიება ყველაფერს დაადგენს.
“მე არ ვიცი, რა ჩანაწერებზეა ზოგადად საუბარი. გუშინ საუბრობდნენ, რომ ვრცელდებოდა, თუმცა არავის არ უნახავს ეს ვიდეოჩანაწერები. თუმცა მსგავსი რამ ჩემთვის, ზოგადად, კატეგორიულად მიუღებელია.
გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს, თუ რასთან გვაქვს საქმე, მე არ ვიცი, შეიძლება ვიღაც კონკრეტული ადამიანები, რაღაცას აკეთებდნენ ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები