გამოძიება დაწყებულია და ყველა იმ პირმა უნდა აგოს პასუხი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი მეთოდებით შანტაჟი.
„კატეგორიულად მიუღებელია ასეთი მეთოდებით შანტაჟი. ყველა ერთად – საზოგადოება, ხელისუფლება, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი- შევთანხმდით, რომ ასეთი ქმედებები მიუღებელია. შესაბამისად, როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია და ყველა იმ პირმა უნდა აგოს პასუხი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, გავრცელება და ა.შ.“ – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა.
კომენტარები