პანკისის ხეობის სოფლებიდან მასწავლებელთა 20-კაციანი ჯგუფი სასწავლო ვიზიტით ბელგიაში, ბრიუსელში წავიდა. ვიზიტის პირველ დღეს პედაგოგები ბელგიის კერძო სკოლას “Ecole International Mongomery” ესტუმრნენ, სადაც ბელგიური განათლების სისტემის მახასიათებლებსა და სკოლაში სწავლების მეთოდებს გაეცნენ.
როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ამბობს, თითოეულმა პედაგოგმა თავისი საქმიანობის ჭრილში მნიშვნელოვანი კითხვები დასვა და მიიღო ის ინფორმაცია, რომელსაც ხეობაში დაბრუნების შემდეგ მოსწავლეებს, მშობლებსა და თემის სხვა წარმომადგენლებს მიაწვდის.
“ვფიქრობ, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადგილობრივი თემისათვის გაცილებით სანდო იქნება, რადგან ესაა არა ვინმეს მონაყოლი, არამედ მათი საკუთარი თვალით ნანახი.
ჩვენი პროგრამის მონაწილეები ყველაზე დიდი ინტერესით სკოლაში სტუმრობას მოეკიდნენ. საინტერესო იყო მათთვის იმის გაცნობა, თუ როგორ ხდება სასწავლო პროცესის ორგანიზება, მოსწავლეებთან კომუნიკაცია და რა ღირებულებებს ეფუძნება საგანმანათლებლო სისტემა. დღევანდელი დღე მათი მხრიდან შეფასდა როგორ ძალიან ინფორმაციული, მნიშვნელოვანი და გარდამტეხი“ , -განაცხადა ლია გიგურმა, რომელიც ბრიუსელში მასწავლებთან ერთად არის წასული.
ვიზიტი ბრიუსელში 7 თებერვლამდე გაგრძელდება.