ბატონი დავითის საქმეა, როგორ გააგრძელებს მოღვაწეობას პოლიტიკაში, ჩემი საქმე არის, რომ უზენაეს სასამართლოში დავნიშნოთ კარგი მოსამართლეები“- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, დავით ჭიჭინაძის დღევანდელ განცხადებას.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ის არ აპირებს დავით ჭიჭინაძის ჩამოყალიბებული სტრატეგიების შეფასებას.
„დავით ჭიჭინაძის ტაქტიკაზე არ არის მე მგონი ჩემი კომენტარები საჭირო. ჩემი პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით არის სრულიად ნათელი და მკაფიო. და ჩემი ამოცანა ამ პროცესში არის ის, რომ ღია, კონკურენტული პროცესის შედეგად ავარჩიოთ საუკეთესო მოსამართლეები უზენაესი სასამართლოსთვის. დანარჩენი არ მაინტერესებს არაფერი. ვისაც თავისი პრაგმატული პოლიტიკური მიზნები აქვს და ამას როგორ განახორციელებს ეს მისი საქმეა. ბატონი დავითის საქმეა როგორ გააგრძელებს მოღვაწეობას პოლიტიკაში, ჩემი საქმე არის რომ უზენაეს სასამართლოში დავნიშნოთ კარგი მოსამართლეები,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.