გეგა გეგეშიძის გადადგომის შესახებ არ გვიმსჯელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ლერი ხაბელოვმა განუცხადა. მისივე თქმით, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის სურვილი გამოთქვა.
“ზურაბ დათუნაშვილი ჩვენი ლიცენზიანტი სპორტსმენია და იღებს ჩვენს სტიპენდიას. გვინდა, რომ მოიპოვოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. იგივე მოსაზრება ჰქონდა პრეზიდიუმს, მაგრამ ამ შეთავაზებაზე მან უარი თქვა და განაცხადა, რომ სხვა ქვეყნის სახელით უნდა გამოსვლა. ამაზე ვიმსჯელებთ და შემდეგ მოგახსენებთ. ამ წონით კატეგორიაში ჩვენ გვყავს ევროპისა და მსოფლიოს ორგზის პრიზიორი რობერტ კობლიაშვილი და გამოვა, რომ ზურა დათუნაშვილი ჩვენი მოწინააღმდეგე იქნება, რასაც მე მხარს ვერ დავუჭერ. გეგა გეგეშიძემ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ უნდა მომეთმინაო. რაც შეეხება გადადგომას, ეს საკითხი საქალაქო სასამართლოშია და ამიტომ ამაზე არ გვიმსჯელია”, – განაცხადა ხაბელოვმა.