პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინის განცხადებასა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან მის აუდიენციაზე “რადიო თავისუფლების” შეკითხვებს პასუხობს.
“ასეთი გაფრთხილება ჩვენს შეხვედრაზე არ მომისმენია. ვსაუბრობდით იმ საკითხებზე, რაც ჩვენი დღის წესრგებით არის გათვალისწინებული.
ის რომ ფორმატის გარეთ აკეთებს განცხადებებს, ვერ აუკრძალავ. ასეთი განცხადებები მისი მხრიდან მუდმივად კეთდდება”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ “რადიო თავისუფლებასთან”.
რაც შეეხება ზურაბ აბაშიძის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და რა გზავნილი გამოატანა მას ივანიშვილმა კარასინთან, აბაშიძე პასუხობს.
“ადრე მეკითხებოდნენ, კარასინს რატომ ხვდებიო და ახლა მეკითხებიან, ბიძინა ივანიშვილს რატომ ხვდებიო. ძალიან არასერიოზულია ეს აჟიოტაჟი. როდესაც ის პრემიერი იყო, მასთან უფრო ინტერნსიური კავშირი მქონდა”, – განაცხადა აბაშიძემ.