ექპერტი ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ერთ რჩევას მოგცემთ პოლიტიკოსებს, თუ მიიღებთ. ემიგრანტების თემა კარგად შევისწავლოთ.
კერძოდ:
– ვინ როდის წავიდა და რატომ?
– ვინ რითი ირჩენს თავს?
– რამდენია ლეგალურად, რამდენი არალეგალურად (ნუ ფიქრობთ, რომ ყველას აწყობილი აქვს საქმე და ყველა კანონიერადაა)?
– რამდენი აქვთ ანაზღაურება და აქედან რამდენს აგზავნიან საქართველოში ოჯახების სარჩენად, რამდენს ახმარენ საკუთარ თავს ადგილზე და არის თუ არა ეს საკმარისი, რომ ორი მიმართულებით სრულყოფილი ხარჯები გასწიონ?
– ვინ რა ასაკის, სპეციალობის, განათლების და სამუშაო გამიცდილებისაა და აქედან რამდენმა მათგანმა შეიძლება იპოვოს სამსახური საქართველოში დღეს, ახლო და შორეულ პერსპექტივაში?
ეს პოპულიზმი, შეუსრულებელი დაპირებები, არაფრის მომტანი აქციები მხოლოდ მხოლოდ ნიჰილიზმს აჩენს.
არაფრის მომტანია ამ ხალხის იქეთ-აქეთ ტარება და წვალება.
აჟიოტაჟი დიდია. რეალურად მასშტაბური ფორუმი ვერც ლიეჟში ჩატარდა და ვერც რომში. აზრი რა ჰქონდა ამ ყველაფერს? მხოლოდ ანტიპიარი და უკუშედეგი. მე ასე მეჩვენება და თქვენი თქვენ იცით.
ემიგრანტების ხარჯზე რაღაც ფონდების შექმნას, ორი ინიციატივა გაჟღერდა აქამდე. ალბათ სხვებსაც ექნებათ სურვილი მომავალში ემიგრანტების ხარჯზე ედემის ბაღში გაისეირნონ. ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს კარგად რომ შეისწავლით, მიხვდებით, რომ უმეტესობა საკმაოდ მომჭირნედ ცხოვრობს. თქვენი საქმეა, ატარეთ რაღაც ჯგუფი ქალაქიდან ქალაქში, ზოგი აქედან ატარეთ. შედეგი რა იქნება?
ერთხელაც, ევროპასაც ამოუვა ყელში ჩვენი პოლიტიკური აქტივობები სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, თავისი დაპირისპირებებით.
კიდევ მსურდა ერთ გარემოებაზე აქცენტის გაკეთება, რაც უკვე შეინიშნება და შესაძლოა საზოგადოებისთვის საზიანოდ განვითარდეს, თუმცა ჯერ დავს შევიკავებ.
მოკლედ, ნურც ცრუ რეალობას შევქმნით, ნურც ცრუ მოლოდინებს.”, წერს სალუქვაძე.