გიორგი ახვლედიანი რომში, მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალური პოსტს აქვეყნებს:
“მოკლედ ეს კაცი ხომ არ დაიღალა ამ პოწიომკინის სოფლების შენებით. ახლა უნდა დაგვარწმუნოს, რომ ეს კინკილა 80 ნაციონალური მოძრაობის აგიტატორი, არის ქართული ემიგრაცია ევროპაში?!
როგორაც არ უნდა გიშლიდნენ ნერვებს სხვა ტელევიზიები, როგორ შეიძლება წინასწარ დაანონსებულ, ღია შეხვედრაზე არ შეუშვა მედია…
და ეს მიშა გვიმტკიცებს აღარ ვარ ის მიშა, თეთრი და ფუმფულა გავხდიო არა…?!
აი ყორანი კიდევ უფრო გათეთრდება, მაგრამ ამის შანსი არაა…!
ნუ ერთადერთი, კუსტურიცას ჩეჩმაში ჩავარდნილი პერსონაჟივით თუ გაიწმინდება…” – წერს ახვლედიანი.
კომენტარები