თბილისს დღეს სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ რუსო ეწვევა, რომელიც ამ თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს.
რუსო ასევე აქტივების მმართველების შესარჩევი კომისიის თავმჯდომარეა. სხვადასხვა დროს ოლივერ რუსო მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საფრანგეთის ხაზინაში, „ბიპიენ პარიბას“ (BNP Paribas) წამყვან საინვესტიციო ბანკში (11 წელი), იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს წევრი ლონდონში. ოლივერ რუსო ასევე არის ევროპის საპენსიო ფონდების საინვესტიციო მრჩეველთა კომიტეტის წევრი.
ვიზიტი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმის განხორციელების და საპენსიო სააგენტოსთვის ტექნიკური დახმარების ფარგლებში ხორციელდება.
კომენტარები