დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ პარლამენტში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მოსმენის შემდეგ, ეროვნული ბანკის პოზიციაც უნდა გახდეს საჯარო და მასაც უნდა მოუსმინონ.
„ახლა ჩვენ ველოდებით ეროვნული ბანკის პოზიციის გამოხატვას. ფორმატზე აქაც შეიძლება შევთანხმდეთ. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, დეპუტატებმა გაიგონ, როგორია ეროვნული ბანკის პასუხები. აქ სხვა მნიშვნელოვანი თემებიც გაჟღერდა. უკვე ამას პოლიტიკური დატვირთვა, ვინმეს მოსწონს ეს თუ არ მოსწონს, შეძენილი აქვს და აქედან გამოსვლა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში უმტკივნეულოდ და სწორად, როდესაც ყველა დასმულ შეკითხვაზე არსებობს პასუხი,“-განაცხადა რომან კაკულიამ.
მამუკა ხაზარაძეს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოუსმინეს.
კომენტარები