“გავა დროს და თბილისის აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი, რომელშიც მოგვარებული იქნება განაშენიანების, ეკოლოგიის, ტრანსპორტის საკითხები” – ეს განცხადება დღეს კახა კალაძემ გააკეთა.
“გავა დროს და თბილისის აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი, რომელშიც მოგვარებული იქნება განაშენიანების, ეკოლოგიის, ტრანსპორტის საკითხები. იქნება მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიაენბისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას. ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ, ყველას გვსურს, რომ თბილისი იყოს უკეთესი და ამისთვის ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ და არ დავიშურებთ მომავლშიც. ჩვენ თბილისელებთან ერთად დავძლევთ ქალაქის წინაშე მდგარ გამოწვევებს და ჩვენი შვილები, მომავალი თაობები სიცოცხლით და სილამაზით სავსე ქალაქში იცხოვრებენ. დარწმუნებული ვარ ერთად ყველაფერს შევძლებთ და აუცილებლად შევქმნით ჩვენი ქალაქის უკეთეს მომავალს. ”