გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტების შემოსვლის საშიშროება არ არსებობს. ამის შესახებ მან On.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
“უბრალოდ სამი ნიღბიანი [არის], ნიღბები უკეთიათ ხოლმე [ოკუპანტებს], დგას ცოტა მოცილებით სოფლის განაპირას. ჩვენი პოლიცია აკონტროლებს ტერიტორიას დაძაბულობა არ არის. შეღობილი არ არის მანდ მავთულხლართებს და ერევათ ქართული ტერიტორიაა თუ არა. უფრო სწორად იქეთა მხარე უნდა იყოს”, — განმარტა მერმა.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები შევიდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არ დასტურდება, რომ ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან.