“საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის სწრაფი ტემპებით ზრდა, ფულის გათეთრების წინააღმდეგ შემუშავებული სტრატეგიისა და ზედამხედველი მარეგულირებელი ორგანოს ნაკლებობა შეშფოთებას იწვევს”, – ამის შესახებ საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში თემაზე „ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგია“, რომლის ერთი თავი საქართველოსაც ეთმობა.
ანგარიშში 70 სახელმწიფო მოხვდა.
„საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის სწრაფი ტემპებით ზრდა, ფულის გათეთრების წინააღმდეგ შემუშავებული სტრატეგიისა და ზედამხედველი მარეგულირებელი ორგანოს ნაკლებობა შეშფოთებას იწვევს. დღეს, საქართველოში 140 კაზინო ფუნქციონირებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.
კომენტარები