საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნება გადაიფიქრა.
„მე განვაცხადე, რომ უკრაინაში 1-ელ აპრილს ჩავფრინდებოდი თუ პეტრო პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავიდოდა. ჯერჯერობით მე ამას ვერ ვხედავ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილი ირწმუნება, რომ როგორც კი პოროშენკო ძალაუფლებას დაკარგავს და უკრაინაში მის არშეშვებაზე ბრძანება ძალას დაკარგავს, ის უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებით ისარგებლებს.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა ელექტრონული ბილეთი წარადგინა და აღნიშნა, რომ 1-ელ აპრილს უკრაინაში ჩასვლას აპირებს.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში 2018 წლის თებერვალში გააძევეს. ამჟამად, ის ნიდერლანდებში ცხოვრობს.
კომენტარები