საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრები, მწვრთნელები და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
“ჩვენთან დასალოცად მობრძანებულები არიან და ილოცება საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია, ჭიდაობის ეროვნული ნაკრები და მისი პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე. დალოცვილი და გამარჯვებული იყავით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები