საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის კონსულტანტად ახალგაზრდობის საკითხებში რეზო ჩარკვიანი დაინიშნა. მან 2000 წელს ESM-თბილისი დაამთავრა. 1999 წელს, დაარსა სარეკლამო სააგენტო „სარკე“, რომელშიც 2009 წლის ბოლომდე იყო დირექტორი და სენიორ კონსულტანტი. 2010-13 წლებში, რამდენიმე კომპანიის მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. 2012 წლიდან დღემდე, არის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლექციებს კითხულობს ბიზნესსკოლა ESM-ის ბაკალავრიატის სტუდენტებთან მარკეტინგსა და სტრატეგიულ ბრენდინგში. არის სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო „მილენიალ ჰაბის“ დირექტორი და სენიორ კონსულტანტი, ასევე – ორი სტარტაპის დამფუძნებელი – ესენია „ჟუჟუნა ღვინო“ და „ჯონ ვრაპი“. ამავე დროს, რეზო ჩარკვიანი არის ახალი თაობის, მილენიალების მენტორი და ქოუჩი სტარტაპსაქმიანობისა და კარიერული ზრდის მიმართულებით.
პრემიერის კონსულტანტად ახალგაზრდობის საკითხებში რეზო ჩარკვიანი დაინიშნა
03.04.2019 16:20:14
ნანახია: 760 ჯერ
