უახლოესი დღეების განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, ჰაერის ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.
ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
“უახლოეს დღეებში, საქართველოში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება. ცალკეულ დღეებში შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოში ჰაერი 22-დან 24 გრადუსამდე გათბეს.
დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი 10 აპრილამდე შენარჩუნდება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს – ჰაერი 19-დან 21 გრადუსამდე გათბება; ცალკეულ დღეებში, საღამოსა და ღამის საათებში, შესაძლებელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა. ქვეყნის მასშტაბით ქარის გაძლიერება მოსალოდნელი არ არის”, – აღნიშნა დოდო გვაზავამ.
კომენტარები