სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
პატრიარქმა 9 აპრილის მემორიალთან 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ილია მეორემ და სალომე ზურაბიშვილმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღეს საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრაცია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.
კომენტარები
