შრი-ლანკაზე კიდევ 3 აფეთქება მოხდა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
ამჯერად აფეთქებები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კალმუნაისთან ახლოს მოხდა, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს.
ტერაქტების სერია შრი-ლანკაზე 21 აპრილს მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 253 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვმა კი 500-ს გადააჭარბა. თავდაპირველად ინფორმაცია 321 დაღუპულის შესახებ გავრცელდა.
ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. შრი-ლანკის მთავრობამ განაცხადა, რომ ტაძრების აფეთქების მოტივი ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმას უკავშირდება
კომენტარები