„ყველაფერი ტრამპის შესახებ“-ამ სახელწოდების გამოფენა ნიუ-იორკში ქვეყნის 45-ე პრეზიდენტს მიეძღვნა. ამერიკელმა ხელოვანმა აღნიშნული გამოფენისთვის მზადებას ერთი წელიწადი დაუთმო. ანდრეს სერანომ ექსპოზიციისთვის საჭირო ნივთების შესაძენად 200 ათასი დოლარი დახარჯა.
სერანომ გამოფენისთვის ღამის კლუბის ტერიტორია დაიქირავა და ათასზე მეტი ნივთი წარადგინა, რომელიც დონალდ ტრამპის ბიზნეს საქმიანობის, წინასაარჩევნო კამპანიის და პრეზიდენტობის პერიოდს უკავშირდება. მათ შორისაა პრეზიდენტის ავტოგრაფიანი პლაკატები, ქუდები და მაისურები.
კომენტარები