Reuters–ის ცნობით, ტაილანდის მეფე მაჰა ვაჟირალონგკორნმა (რამა X) განაცხადა, რომ გენერალ სუდიტა ვაჟირალონგკორნზე იქორწინებს.
სუდიტა ადრე Thai Airways-ის ბორტგამცილებლად შემდეგ კი მეფის პირადი დაცვის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
გამოცემის ცნობით, 66 წლის მაჰა ვაჟირალონგკორნმა სუდტას დედოფალი უწოდა. ტაილანდის მეფე საკუთარ კორონაციას ელოდება, რომელიც 2-6 მაისს არის დაგეგმილი.
ტაილანდის მეფე ქორწინებაში სამჯერ იმყოფებოდა და 7 შვილი ჰყავს.
კომენტარები