ფლორიდაში სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და მდინარეში ჩავარდა. ბოინგ 737 ძლიერი წვიმისა და ჭექა-ქუხილის დროს ცდილობდა დაშვებას, როდესაც ინციდენტი მოხდა.
ბორტზე 136 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ისინი, ძირითადად, ამერიკელი სამხედროები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილობრივ საავადმყოფოში 21 დაშავებული გადაიყვანეს. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ლაინერი ჩარტერულ რეისს გუანტანამოდან ჯექსონვილის სამხედრო ბაზის მიმართულებით ასრულებდა.
კომენტარები